суббота, 28 июня 2014 г.




                                                     ჩემი პროექტის იდეა

ლიმონათი საყვარელი გამაგრილებელი სასმელია.XVIII საუკუნეში ლიმონათი ერქვა ნაყენს, რომელიც მზადდებოდა ლიმონისაგან. შემდეგში ამ სიტყვის მნიშნელობა გაფართოვდა და დღეს ლიმონათი შეიცავს სხვადასხვა ინგრედიენტებს.მოსწავლეები დაინტერესდნენ ლიმონათის ხარისხით, წარმოების კონტროლით. ჯგუფების მიხედვით მოსწავლეები სხვადასხვა დასახელების ლიმონათში შეაფასებენ ორგანოლეპტიკურ თვისებებს,მჟავიანობას და შაქრის შემცველობას.შეადარებენ მათ თვისებებს, გააკეთებენ დასკვნებს ლიმონათის ვარგისიანობაზე.
 

пятница, 27 июня 2014 г.

პირველი მოდულის რეფლექსია


პირველმა მოდულმა მაჩვენა,რომ პროექტები ნამდვილად ეხმარება მოსწავლეებს სწავლის გაუმჯობესებისათვის.პროექტი უნდა ეყრდნობოდეს ესგ-ს,ხელს უწყობდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.პროექტების მეშვეობით სასწავლო თემები რეალურ ცხოვრებას უკავშირდება.ამ მოდულის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე პროექტების  დაგეგმვის ეტაპები.პირველ დღეს გავეცანი ტრენინგის პროგრამას, შემდეგ ვიმუშავეთ სახელმძღვანოლეზე,შევქმენით პორტფოლიო,მოვახდინეთ იდეების გენერაცია.